34 წლის მცველი ეშლი იანგი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანი გახდა.
"იანგი გუნდის ახალი კაპიტანია. როდესაც სასტარტოში ითამაშებს, კაპიტნის სამკლავურს გაიკეთებს", - განუცხადა "მანიუს" მენეჯერმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა Manchester Evening News-ს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდისთავობა მეკარე დავიდ დე ხეას უნდოდა, ხოლო სოლსკიაერი ნახევარმცველ პოლ პოგბას კანდიდატურასაც განიხილავდა.
20 ივლისს "ინტერთან" International Champions Cup-ზე ჩატარებული მატჩისას გულშემატკივრებმა იანგს უსტვინეს.
გასულ სეზონში პრემიერლიგაზე მან 30 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.