"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს "ჩელსისთან" გამართული სუპერთასის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საკმაოდ სახალისო აქცენტით დაუსვა შეკითხვა.
კითხვა ჟოზე მოურინიოს განცხადებებს ეხებოდა, რომ პორტუგალიელის აზრით, წლევანდელი პრემიერლიგის ფავორიტი "ლივერპული" არის. კლოპისგან ჟურნალისტი აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარს ითხოვდა.
გერმანელ მწვრთნელს თავიდან გაეღიმა, შემდეგ იხუმრა და ბოლოს სერიოზული პასუხიც გასცა. გერმანელის თქმით, ის ნახსენებ განცხადებას არ იცნობდა და ბევრს ვერ ისაუბრებდა. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი განცხადებები კლუბს არც ეხმარება და არც ხელს უშლის, მიუხედავად იმისა, თუ მას ისეთი წარმატებული მწვრთნელი იტყვის, როგორიც ჟოზე მოურინიო გახლავთ.