17 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 90+2-ე წუთზე კი გაბრიელ ჟეზუსის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა, რადგან გადაცემის გაკეთებამდე მცველ ლაპორტას ბურთი ხელზე მოხვდა.
რაჰიმ სტერლინგმა კარიერაში პირველად ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.
აგუერომ "ეტიჰადზე" პრემიერლიგაზე 97 გოლი გაიტანა. მასზე მეტი გოლი საკუთარ სტადიონზე მხოლოდ რუნის (101) და ანრის (114) აქვთ გატანილი.
აგუერო 65-ე წუთზე მწვრთნელმა გვარდიოლამ გაბრიელ ჟეზუსით შეცვალა და მოედნიდან გასვლისას მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 503 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 სტერლინგი (20), 1:1 ლამელა (23), 2:1 აგუერო (23), 2:2 ლუკას მოურა (56)