პირველ სექტემბერს, პრემიერლიგის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში "არსენალი" და "ტოტენჰემი" 2:2 დაზავდნენ.
პირველ ტაიმში სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ.
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა ინგლისის ჩემპიონატში 50-ე გოლი გაიტანა.
"არსენალი" 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ტოტენჰემი" 5 ქულით - მეცხრეზე.
მორიგ ტურში, 15 სექტემბერს "არსენალი" სტუმრად "უოტფორდს" შეხვდება, ხოლო "ტოტენჰემი" 14 სექტემბერს "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.
ლონდონი. "ემირეითსი". 60 333 მაყურებელი
არსენალი - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 0:1 ერიკსენი (10), 0:2 კეინი (40, პენ), 2:1 ლაკაზეტი (45), 2:2 ობამეიანგი (71)