"ვესტ ბრომვიჩი" აპირებს, "ბარსელონას" ფიფაში უჩივლოს, - იტყობინება BirminghamLive.
გამოცემის მტკიცებით, ინგლისურმა კლუბმა თავდამსხმელ ლუის ბარის ტრანსფერის სანაცვლოდ ფული არ მიიღო.
"ბარსელონამ" 16 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩს" 250 ათასი ევროს მიღება სურს, როგორც კომპენსაცია ახალგაზრდა ფეხბურთელის აღზრდისთვის. ესპანელები გადახდას ჯერ არ აპირებენ.