"მანჩესტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ თქვა, რომ ინგლისის ნაკრების თამაშებს აკვირდება.
"ვაკვირდები ნაკრების მატჩებს და მისი გამარჯვებები მახარებს.
თუ ჩვენს 10 წლის წინანდელ გუნდს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, იმ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა გვყავდა.
რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი, ეშლი კოული, სტივენ ჯერარდი, პოლ სკოულზი, ფრენკ ლამპარდი, დევიდ ბექჰემი, მე და მაიკლ ოუენი.
ჩვენი მწვრთნელი რომ პეპ გვარდიოლა ყოფილიყო, ყველაფერს მოვიგებდით, უეჭველი", - ციტირებს რუნის Sky Sports-ი.