"ნორვიჩის" თავდამსხმელი ტეემუ პუკი ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
29 წლის ფინელმა 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პუკის გარდა, საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოდნენ: ფორვარდი ეშლი ბარნსი (ბერნლი), ნახევარმცველები კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი, თავდამსხმელები სერხიო აგუერო (სამივე მანჩესტერ სიტი) და რობერტო ფირმინო (ლივერპული).
2004 წლის შემდეგ პუკი პირველი ფეხბურთელი გახდა ფინეთიდან, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. მაშინ ეს ჯილდო მიკაელ ფორსელმა დაიმსახურა. საერთო ჯამში, პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სამ ფინელს ერგო - პუკისა
და ფორსელის გარდა, ეს სამი ჰიპიამ დაიმსახურა.
მომზადებულია premierleague.com-ის მიხედვით