"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ნორვიჩთან" გასვლაზე წაგებული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
"გილოცავთ "ლივერპულს", თქვენ ჩემპიონები ხართ. მერე რა, რომ მხოლოდ 5 ტური გავიდა და ჯერ ისევ სექტემბერია?! ჩვენ ძალას მოვიკრებთ, ვივარჯიშებთ და ისევ გამოვალთ მოედანზე.
ჩვენ უკვე 5 ქულა დავკარგეთ. არა და "ტოტენჰემთან" ძალიან კარგად ვითამაშეთ. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, ზუსტად გავიგოთ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში,"- გადმოსცემს გვარდიოლას სიტყვებს The Guardian.
"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე მეხუთე მატჩშიც იმარჯვა [VIDEO]
"მანჩესტერ სიტიმ" წააგო და "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩა [VIDEO]