ინგლისის ლიგის თასის მატჩის დროს შუქი ჩაქრა [PHOTO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-6-ადგილოსანი "ბორნმუთი" ოთხშაბათს "ბართონ ალბიონის" წინააღმდეგ ინგლისის ლიგის თასის მატჩის ჩასატარებლად ქალაქ ბართონ-ეფონ-თრენთს ეწვია.

ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, სანამ ბართონში არ დაღამდა და სტადიონზე შუქი არ ჩაქრა.

"ბართონმა" პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ფეხბურთელებმა ერთმანეთი ვეღარ დაინახეს და მსაჯმაც შეხვედრა შეაჩერა.

სხვათა შორის, მოკაშკაშედ დარჩენილი ნათურების ნაწილის ფონზე სტადიონი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. სამწუხაროა, რომ ლამაზი ფეხბურთის სანახავად ღამით შუქი აუცილებელია. "ბართონისა" და "ბორნმუთის" ფეხბურთელებიც ბინდის გარემოცვაში დარჩნენ.

ტრიბუნებისა და ტაბლოს განათება პრობელების გარეშე მუშაობდა და ეს
კონტრასტი გარემოს დამატებით ხიბლს მატებდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სამჯერ შეჩერდა. "ბართონმა" გულშემატკივრებს ტრიბუნებზე დარჩენისკენ მოუწოდა და პირობა მისცა, რომ შეხვედრა განახლდებოდა.

არც მოუტყუებიათ, მატჩი მართლაც გაგრძელდა. 90-ე წუთზე მე-4 მსაჯი ტაბლოთი გამოვიდა და აჩვენა, რამდენი წუთი იყო დამატებული. თქვენ წარმოიდგინეთ, არც მეტი, არც ნაკლები - 28 წუთი! ამ დროში "ბართონმა" კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

შესაძლოა, დამატებითი წუთების მხრივ, ეს ინგლისის თასის რეკორდიც კი იყო, თუმცა ბართონელებისთვის მთავარი ის გახლავთ, რომ მათი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა და იქ ინგლისის 2016 წლის ჩემპიონი "ლესტერი" შეხვდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენთან 25 წლის წინ ქვრებოდა... რა უკან არიან!!...
buba
14:16 27-09-2019
0
ვაა ნეტავ რატომ ჩაქვრა:D
jondo
13:23 27-09-2019
0

სიახლეები პოპულარული