"მანჩესტერ სიტიმ" მოიგო და "ლივერპულს" ისევ 5 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-7 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ევერტონი".

ამ გამარჯვებით "სიტიმ" კვლავ 5 ქულამდე შეამცირა ლიდერ "ლივერპულთან" ჩამორჩენა.

მე-7 წუთზე ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებისას მასპინძელთა ნახევარმცველ უოლკოტს მეტოქე გუნდის ფეხბურთელ სტერლინგის ფეხი თავში მოხვდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტერლინგმა "ქალაქელთა" რიგებში მე-200 მატჩი ჩაატარა და საკლუბო კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა - 23 "ლივერპულში", 77  კი "სიტიში".

ლივერპული. "გუდისონ პარკი". 39 222 მაყურებელი
ევერტონი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუსი (24), 1:1 კალვერტ-ლიუინი (33), 1:2 მარეზი (71), 1:3 სტერლინგი (84)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული