ესპანური Marca იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტი" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელად ჯოვანი ვან ბრონკჰორსტს განიხილავს.
წყაროს ცნობით, ესპანელის კონტრაქტი კლუბთან 2021 წელს იწურება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გვარდიოლა "ქალაქელებში" დარჩება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრონკჰორსტი უახლოეს მომავალში "მანჩესტერ სიტის" სტრუქტურაში დაიწყებს მუშაობას.
ჰოლანდიელი სპეციალისტი 4 წლის განმავლობაში "ფეიენოორდს" ედგა სათავეში და კლუბი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.