ლონდონის "ტოტენჰემი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იანვარში ლონდონელები მზად არიან, მცველები სერჟ ორიე და დენი როუზი და ნახევარმცველები ერიკ დაიერი, კრისტიან ერიკსენი და ვიკტორ ვანიამი გაყიდონ.
ასეთ გადაწყვეტილებამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მივიდა, რომელიც უკმაყოფილოა გუნდის შედეგებით და ფიქრობს, რომ შემადგენლობის შეცვლაა საჭირო.
იმის გამო, რომ კლუბი ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს, გუნდში დაძაბული ატმოსფეროა, რადგან ფეხბურთელები ხვდებიან, რომ მათი გაშვება სურთ.
8 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში
11 ქულით მეცხრე ადგილზეა.