"ტუტოსპორტის" ცნობით, მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მალე შეიძლება "მანჩესტერს" ჩაუდგეს სათავეში.
გამოცემის მტკიცებით, მხარეები ახლოს არიან კონტრაქტის გაფორმებასთან, რომლის მიხედვით, ალეგრის წლიური ანაზღაურება 7.5 მილიონი ევრო იქნება.
ამას გარდა, ალეგრის უნდა, თან წაიყვანოს თავისი ყოფილი ფეხბურთელები - მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჯანი, რომლებსაც "იუვენტუსში" სტაბილურად თამაში არ უწევთ.
ალეგრი "იუვეს" 2014-19 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ხუთჯერ მოიგო სკუდეტო.