"არსენალმა" ორი თვის შემდეგ პირველად წააგო, იოზილი ისევ განაცხადს მიღმა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში "შეფილდ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "არსენალს".

სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მათი ყველა შეტევა მოიგერიეს და მუსეს გოლით იმარჯვეს.

"არსენალი" 15 ქულით მეხუთე ადგილზეა და 27 ოქტომბერს "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.

უნაი ემერის გუნდმა ორი თვის შემდეგ პირველად წააგო და მისი რვამატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

"მეთოფეთა" ნახევარმცველი მესუთ იოზილი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ მოხვდა განაცხადში.

"შეფილდ იუნაიტედის" მეკარე დინ ჰენდერსონმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე მეოთხედ შეინახა კარი მშრალად.

შეფილდი. "ბრემელ
ლეინი". 30 775 მაყურებელი
შეფილდ იუნაიტედი - არსენალი 1:0
გოლი: მუსე (30)

შეფილდ იუნაიტედი: ჰენდერსონი, ბოლდოკი, ბაშემი, იგანი, სტივენსი, ფლეკი, ლანდსტრემი, ნორვუდი (მაკბერნი 85), ო'კონელი, მაკდოლდრიკი (ფრიმენი 78), მუსე (შარპი 56)

არსენალი: ლენო, ჩემბერსი, დავიდ ლუისი, კოლაშინაცი, პაპასტოტუპულოსი, გენდუზი, ჯაკა (ლაკაზეტი 69), უილოკი (სებალიოსი 46), პეპე (მარტინელი 78), ობამეიანგი, საკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული