"არსენალის" ნახევარმცველ მესუთ იოზილის მომავალი გაურკვეველი რჩება.
საღსალამათი იოზილი უკვე მეხუთე მატჩია გუნდის განაცხადში ვერ ხვდება, Bleacher Report-ი კი ირწმუნება, რომ ამას მწვრთნელი უნაი ემერი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ტრანსფერზე დაყენება მოათხოვნინოს.
თუმცა, 31 წლის იოზილი არსადაც არ აპირებს წასვლას და თავს მშვენივრად გრძნობს, რამეთუ მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 350 ათასი ფუნტია.
გამოცემის მტკიცებით, იოზილი სეზონის დასრულებას ელოდება და თუ ემერი გადააყენეს, დარჩება, თუ არადა აშშ-ში გააგრძელებს კარიერას.
მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.