პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ჩაიბაროს.
The Sun-ის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტი მზადაა ლონდონურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში, რომ ინგლისის რეკორდი დაამყაროს და ტიტული მესამე ინგლისურ კლუბთან ერთად მოიგოს.
ადრე მან "ჩელსის" სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" - ევროპა ლიგა.
მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს და ამის შემდეგ ის უმუშევარია.
მოურინიო ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა ლონდონის "ჩელსი" (2-ჯერ), მილანი "ინტერი", მადრიდის "რეალი", "ბენფიკა", "უნიან ლეირია", "პორტუ" და "მანჩესტერ იუნაიტედი".