"ტოტენჰემი" სონის წითელ ბარათს გაასაჩივრებს, თავად ფეხბურთელმა მობილური გამორთო და სახლშია ჩაკეტილი

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპური" კორეელი ნახევარმცველის, ჰენ მინ სონის წითელ ბარათს გაასაჩივრებს, რომელიც მან "ევერტონთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო ანდრე გომეშის წინააღმდეგ უხეში თამაშისათვის, რის შედეგადაც პორტუგალიელს ფეხი კოჭში მოსტყდა.

"ნათელია, რომ სონს არ სურდა იმ ზიანის მიყენება, რაც შედეგად დადგა. უცნაურია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ვარის გამოყენების შემდეგ შეცვალეს და სონს წითელი ბარათი უჩვენეს. იმას უნდა დაკვირვებოდნენ, იყო თუ არა უხეში ვარდნა და არა იმას, თუ რა შედეგი დადგა. სამწუხაროდ, კლუბს აღარ შეუძლია იმის შეცვლა, რაც მოედანზე ამ მომენტის შემდეგ
მოხდა", - განაცხადა ლონდონელთა არგენტინელმა მწვრთნელმა პოჩეტინომ.

თავად სონი იმდენად იყო ემოციების ქვეშ, რომ მატჩის დასრულებისთანავე მობილური გამორთო, გასახდელში 1 სიტყვაც არ უთქვამს,  მიქს-ზონა (სადაც ფეხბურთელები ინტერვიუზე ჩერდებიან მატჩის შემდეგ) სახეზე ხელებაფარებულმა დატოვა და არც კორეელ ჟურნალისტებს ესაუბრა, რომლებიც სპეციალურად მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდნენ ლივერპულში. ლონდონში დაბრუნებული სონი კი პირდაპირ მშობლებთან წავიდა და კონტაქტზე არავისთან გასულა.


მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკნიდან პადკატით ფეხი მოტეხა და ეს არამზადა რეებს ლაპარაკობს.სეზონის ბოლომდე დისკვალიპიკაცია უნდა მისცენ რომ სხვებმა აღარ ჩაიდინონ.
თემო
00:15 05-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული