10 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "მანჩესტერ სიტი".
"ლივერპული" 34 ქულით ლიდერია, "ლესტერსა" და "ჩელსის" 8 ქულით უსწრებს, ხოლო "ქალაქელებს" - 9 ქულით.
"სიტი" 2003 წლის შემდეგ ვეღარ არხერხებს სტუმრად "წითლების" ძლევას.
"ლივერპულმა" ბოლო 5 წლის განმავლობაში გოლი ზედიზედ 9 მატჩში პირველად გაუშვა.
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "სიტი" "ენფილდზე" მეოთხედ დამარცხდა - ეს გასვლით მატჩებზე მისი უარესი შედეგია.
"სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ენფილდზე" ჩემპიონატის ბოლო 8 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.
ლივერპული. "ენფილდი". 53 324 მაყურებელი
ლივერპული - მანჩესტერ სიტი 3:1
გოლები: 1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბერნარდო სილვა (78)