პეპ გვარდიოლა: რატომ წავაგეთ? - მსაჯებს ჰკითხეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "ლივერპულთან" 1:3 წაგების შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რატომ ვართ ჩემპიონები. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ, უფრო ძლიერ, ვიდრე ოდესმე. შეგვიძლია იმით ვიამაყოთ, თუ როგორ ვითამაშეთ ევროპის საუკეთესო გუნდთან.

რატომ დავმარცხდით? მე კი ნუ მეკითხებით, მსაჯებს ჰკითხეთ. ჰკითხეთ მაიკ რაილის და ბიჭებს, რომლებიც VAR-ზე მუშაობდნენ. მე მინდა ჩვენს დღევანდელ ძალიან კარგ ასპარეზობაზე ვისაუბრო. ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.

ვითამაშეთ, როგორც გუნდმა, რომელმაც ზედიზედ ბოლო ორი ჩემპიონატი მოიგო. ვერ უარვყოფთ იმას, რამდენად კარგია "ლივერპული", მაგრამ
ჩვენ კარგად ვმოქმედებდით და ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ.

ეს ძალიან ჰგავდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. ამ შეხვედრაშიც არაჩვეულებრივი სიტუაციები იყო. მუდმივად ვცდილობდით და არ ვნებდებოდით. მუდამ ბოლომდე ვიბრძვით", - ციტირებს გვარდიოლას ВВС.

ბოლოს ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა და ორაზროვანი პასუხი გასცა.

- ნამატჩევს მსაჯებს მადლობა რატომ გადაუხადეთ?
- მივულოცე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრწყინვალე მატჩი იყო,ორივე მხრიდან,მაგრამ გვარდიოლას ეთქმის და თქვა,თანაც საფუძვლიანად.პენალტი,დასანიშნი იყო და ალბათ კიდევ უფრო მაგარი თამაში წავიდოდა,თუ კიდევ შესაძლებელია,ამაზე მაგარი თამაში.
სოსო
11:40 11-11-2019
0
არ ღალატობს თავის სტილს - წაგება მუდამ მსაჯების ბრალია
უშანგი
09:00 11-11-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული