ჯორდან ჰენდერსონი: მაშინ მზად ვიყავი, სუარესი მომეკლა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესსა და "ლივერპულის" კაპიტან ჯორდან ჰენდერსონს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თუმცა დასაწყისი ასეთივე ნამდვილად არ ყოფილა.

ინგლისელმა მოჰყვა იმედგაცრუების შესახებ, რომელიც მან ურუგვაელთან პირველი ვარჯიშის დროს იგრძნო.

"იმ დროისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი და ლუისმა ვარჯიშზე 1 თუ 2 ისეთი რამ გააკეთა, რაც მე არ მომეწონა. ამ ყველაფერმა ისეთი გრძნობა მომგვარა, რომ საკმარისად კარგი მოთამაშე არ ვიყავი.

ხელები აწეული მქონდა და ვფიქრობდი, "რას აკეთებს? იქნებ მე აქ არ უნდა ვიყო?" ეს მტკივნეული იყო და დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი.

მან ეს
გააკეთა ერთხელ, შემდეგ მეორედ, მერე მესამედ და მეც ავფეთქდი, მზად ვიყავი, მომეკლა. თუმცა მას შემდეგ ლუისთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

მახსოვს, შემდეგ მატჩში "სტოკთან" გოლი გავატანინე. თამაშამდე ლუკასს (ლეივა) უთხრა, რომ მისთვის ცუდის გაკეთებას ვაპირებდი იმის გამო, რაც ვარჯიშზე მოხდა.

მას შემდეგ ლუისი ჩემ მიმართ შესანიშნავი იყო. ბოლოს, მართლაც დავუახლოვდი. ახლაც კი ვეკონტაქტები ხოლმე", - თქვა ჰენდერსონმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოურა არა, ლეივა, ლუკას ლეივა.
Scouser
13:50 15-11-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული