ლონდონის "ტოტენჰემში" ახსნეს, თუ რატომ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ ახსნა, თუ რატომ დანიშნეს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო.

"ჟოზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერია ფეხბურთში. მას მდიდარი გამოცდილება აქვს და შეუძლია გუნდის მოტივირება. ის ასევე ბრწყინვალე ტაქტიკოსია. მოურინიომ ყველა კლუბში, სადაც იყო, ტიტული მოიგო. ჩვენ გვჯერა, რომ ის გასახდელში რწმენასა და ენერგიას შეიტანს", - აღნიშნა ლევიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან.

56 წლის მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, სადაც სპეციალისტი 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ის ლონდონში ადრეც მუშაობდა, როცა "ჩელსის" წვრთნიდა.

აღსანიშნავია,
რომ პოჩეტინოს გათავისუფლების გამო "ტოტენჰემმა" არგენტინელ სპეციალისტს 12.5 მლნ ფუნტი უნდა გადაუხადოს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ მისი ასისტენტების კომპენსაციას, ჯამში კლუბმა 19.6 მლნ ფუნტი უნდა გადაიხადოს, - იტყობინება The Independent-ი.

არგენტინელი სპეციალისტი "ტოტენჰემს" 293 მატჩში გაუძღვა. გასულ სეზონში "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

რაც შეეხება მოურინიოს, ის "დეზებში" წელიწადში 15 მლნ ფუნტს მიიღებს, - იტყობინება Daily Mail-ი.
ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მაურისიო პოჩეტინოს ჰქონდა. მოურინიომ კლუბთან კონტრაქტი 2022/23 წლების სეზონამდე გააფორმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Xოდა არავის არ გადაუღუნოს ეხლა. არც იქით და არც აქეთ
XDDh41
09:45 21-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული