"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს დაემშვიდობა და თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ტაქტიკურ დაფაზე მათთვის წერილი დატოვა.
"დიდი მადლობა ყველას. ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთთან დამშვიდობება. თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებით", - დაწერა არგენტინელმა.
პოჩეტინომ "ტოტენჰემი" 2014 წელს ჩაიბარა და გუნდს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა. იქამდე არგენტინელი "ესპანიოლსა" და "საუთჰემპტონში" მუშაობდა. "ტოტენჰემს" კი 2019 წლის 19 ნოემბრიდან ჟოზე მოურინიო ჩაუდგა სათავეში.