ჯონ ტერი: სალაჰი და დე ბრუინი "ჩელსისთვის" საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ იყვნენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ გამოთქვა საკუთარი აზრი "ლივერპულის" ფორვარდ მოჰამედ სალაჰსა და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის შესახებ.

"ჩემს თაობაში ვხედავდი სალაჰისა და დე ბრუინის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებიც მოურინიოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ისინი ძალიან ნიჭიერები, თუმცა ასევე ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მოურინიოს არ ჰქონდა დრო ამ ფეხბურთელების ინტეგრაციისათვის და არ შეეძლო დაფის ან რობენის ამოგდება, რადგან ჩვენ ყოველ კვირა თამაშებს ვიგებდით.  როგორც აქამდე ვამბობდი, თუ გუნდში მოხვიდოდი და დაფისა და რობენის დონეზე 20 ან თუნდაც 10%-ით ქვევით იყავი,
ფეხბურთელების, რომლებსაც სეზონში 20 გოლი გაჰქონდათ, შენ ვერ ხვდებოდი შემადგენლობაში. არანაირი შანსი არ იყო.

მახარებს სალაჰისა და დე ბრუინის ამბები. ისინი სხვა გუნდებში წავიდნენ და დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი მოთამაშეები არიან, თუმცა იმ დროს "ჩელსისათვის" საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ იყვნენ", - უთხრა ტერიმ Dubai Eye-ს.

ბელგიელი და ეგვიპტელი "ჩელსის" რიგებში 2014-16 წლებში თამაშობდნენ, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ააა ტერიმ ჩემს თაობაშიო გადაიკითხე აბა თავიდან და გამოიტან აზრს
1111
22 ნოემბერი 2019 19:29
0
რაღა დროს დაფი და რობენი იყო 2014-2016 წლებში?! საიდან თარგმნეთ?
ააა
22 ნოემბერი 2019 18:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული