"ტოტენჰემმა" გუნდის ახალ მენეჯერ ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, სეზონურ გასამარჯელოდ კი 15 მილიონი ფუნტი დაუნიშნა. პორტუგალიელის სეზონური ხელფასი მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინიოზე ორჯერ უფრო დიდია.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის პერიოდში "განსაკუთრებული" 53.5 მილიონს გამოიმუშავებს, თუმცა მისი შემოსავალი შეიძლება ბონუსის სახით გაიზარდოს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა - ის დამატებით 2.3 მილიონს მიიღებს.
12 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" 14 ქულით პრემიერლიგაზე მე-12 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულა აშორებს.
მოურინიომ განაცხადა, რომ ამ სეზონში ვერა,
მაგრამ მომავალ სეზონში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. თუ ჩემპიონობა ვერ მოიპოვეს და სიტუაცია ვერ გამოასწორა, წაგებული არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება, ვინაიდან რომც გადააყენონ, კუთვნილ თანხას მაინც მიიღებს.
ჟოზე მოურინიო: "ტოტენჰემში" ახალი შეცდომები უნდა დავუშვა
ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებს: თქვენი მამაც ვიქნები და მეგობარი გოგონაც
მოურინიო 2015 წელს ამბობდა, "ტოტენჰემს" არასდროს გავწვრთნიო...
ლონდონის "ტოტენჰემში" ახსნეს, თუ რატომ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო
პრემიერლიგის კიდევ ერთი ხიბლი: ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელია