"მანჩესტერ სიტის" "ჩელსისთან" გამარჯვება, გვარდიოლას ანტირეკორდი და აგუეროს ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-13 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში 2:1 მოუგო "ჩელსის".

"სიტი" 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ჩელსი" 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ამ მატჩში "ქალაქელები" ბურთს სათამაშო დროის 46.74% ფლობდა, რაც მისი მენეჯერის, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ანტირეკორდია. კატალონიელმა მწვრთნელის რანგში 381 შეხვედრა ჩაატარა.

"სიტიმ" ჩემპიონატზე "ჩელსის" 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

მანჩესტერელთა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ 77-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

"მანჩესტერ სიტი" მე-6 გუნდია, რომელმაც პრემიერლიგაზე 400 გამარჯვება მოიპოვა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54
486 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ჩელსი 2:1
გოლები: 0:1 კანტე (21),1:1 დე ბრიუნე (29), 2:1 მარეზი (37)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული