"მანჩესტერი" "შეფილდ იუნაიტედთან" ექვსგოლიან თრილერში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-13 ტურში "შეფილდ იუნაიტედი" და "მანჩესტერი" დაზავდნენ - 3:3.

მასპინძლები 72-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ კი 19 წლის მცველმა ბრენდონ უილიამსმა და შეცვლაზე შესულმა 18 წლის თავდამსხმელმა მეისონ გრინვუდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს (ეს ჩემპიონატზე მათი პირველი გოლებია),  მარკუს რეშფორდმა კი სტუმრები დააწინაურა. მან ნაკრებსა და კლუბში მიჯრით მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. თუმცა "შეფილდ იუნაიტედი" არ გატყდა, ოლივერ მაკბერნიმ 90-ე წუთზე დალაშქრა დავიდ დე ხეას კარი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"მანჩესტერი" 17 ქულით მეცხრე ადგილზეა და პირველ დეკემბერს
"ასტონ ვილას" უმასპინძლებს, ხოლო "შეფილდ იუნაიტედი" 18 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

შეფილდი. "ბრემელ ლეინი". 32 024 მაყურებელი
შეფილდ იუნაიტედი - მანჩესტერი 3:3
გოლები: 1:0 ფლეკი (19), 2:0 მუსე (52), 1:2 უილიამსი (72), 2:2 გრინვუდი (77), 2:3 რეშფორდი (79), 3:3 მაკბერნი (90)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული