სადამდე აცლიან ემერის? - "არსენალი" შესაძლოა პორტუგალიელ მწვრთნელს ჩააბარონ

AutoSharing Option
ინგლისური პრესა იუწყება, რომ "არსენალი" "ვულვზის" მწვრთნელის, ნუნუ ესპირიტო სანტოს სამსახურითაა დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, "მეთოფეები" ძალიან ცუდ სეზონს ატარებენ, ეს კი დიდწილად მათ ესპანელ სპეციალისტ უნაი ემერის ბრალდება და "მეთოფეთა" ბოსებიც მის შემცვლელს ეძებენ.

პრესაში ასევე გაიჟღერა მაურისიო პოჩეტინოს გვარმაც, თუმცა "ემირეითსზე" მუშაობის ფავორიტი მაინც "ვულვზის" ამჟამინდელი მენეჯერია.

იმ შემთხვევაში, თუ "არსენალმა" უნაი ემერი მაინც დაითხოვა, გუნდს დროებით მის ასისტენტს ჩააბარებენ, ნუნუ ესპირიტო სანტო კი ლონდონელებს მომავალი წლიდან დამოძღვრავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული