"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ერლინგ ჰოლანდში 60 მლნ ფუნტი გადაიხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს, იანვარში თავდასხმის ხაზი გააძლიეროს და სურს "ზალცბურგის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი შეიძინოს.

The Times-ის მტკიცებით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მლნ ფუნტი გადაიხადოს. შესაძლოა ინგლისური კლუბის წარმომადგენლები "ზალცბურგს" უახლოეს მომავალში დაეკონტაქტონ.

ჰოლანდის მოქმედი კონტრაქტი ავსტრიულ კლუბთან 2023 წლის ივნისამდე გრძელდება.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ფორვარდმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზას ეწვია და კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული