"ლივერპულის" ნახევარმცველი ფაბინიო ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.
26 წლის ნახევარმცველმა დაზიანება "ნაპოლისთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და პირველ ტაიმში შეცვალეს.
კლუბში შიშობენ, რომ ბრაზილიელის აღდგენა 4-6 კვირას გასტანს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მან შესაძლოა 10 მატჩი გამოტოვოს.
დეკემბერში "ლივერპული" სტუმრად "ზალცბურგს" შეხვდება, ინგლისურ პრემიერლიგაში 5 მატჩს გამართავს და მსოფლიოს საკლუბო ტურნირზე გამოვა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით