ევერტონი, შესაძლოა, "ევერტონში" გადავიდეს

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, ბრაზილიური "გრემიოს" თავდამსხმელი ევერტონი, შესაძლოა, კლუბს დაემშვიდობოს და ახალი გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში იპოვოს.

გამოცემის მიხედვით, ლივერპულის "ევერტონს" ზამთარში სურს თავდასხმის ხაზის გაძლიერება, რადგან გუნდს საგოლე მომენტების შექმნის პრობლემა აქვს. ამჟამად, "ევერტონის" წარმომადგენლები "გრემიოსთან" მოლაპარაკებებს 23 წლის ევერტონის შესაძენად აწარმოებენ. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერის ფასი 35 მილიონ ევროს მიაღწევს.

ევერტონი "გრემიოს" აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას იცავს მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში. "გრემიოს" შემტევი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი 2018 წლიდან გახლავთ.

მიმდინარე სეზონში ევერტონმა ბრაზილიის სერია A-ს 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
და 11 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული