"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის ფეხბურთელებს აცნობა, რომ მალე შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ, - ამის შესახებ ინფორმაციას "სანი" ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ნორვეგიელი სპეცილისტი ათვითცნობიერებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს.
სოლსკიაერი ამ კვირაში "ტოტენჰემთან" ან "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემთხვევაში შეიძლება მოხსნან.
14 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 18 ქულით პრემიერლიგაზე მე-9 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 22 ქულით ჩამორჩება.