9 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში, "არსენალმა" "ვესტ ჰემი" 3:1 დაამარცხა.
დროებითი მწვრთნელის, ფრედრიკ ლიუნგბერის ხელმძღვანელობით, "არსენალმა" პირველად იმარჯვა - შეწყდა ამ გუნდის 9-მატჩიანი მოუგებელი სერია და 1977 წელს დამყარებული კლუბის 10-მატჩიანი მოუგებელი ანტირეკორდი არ გაიმეორა.
"არსენალი" 22 ქულით მეცხრე ადგილზეა და 15 დეკემბერს "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.
მატჩისწინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო "მეთოფეთა" მცველმა ექტორ ბელერინმა და მის ნაცვლად ენსლი მაეტლენდ-ნაილზმა ითამაშა, ხოლო 29-ე წუთზე ხელის ტრავმა მიიღო მათმა თანაგუნდელმა კირან ტირნიმ და შესაცვლელი შეიქნა.
ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონატზე პირველად დააყენეს გაბრიელ
მარტინელი, რომელიც 18 წლისა და 174 დღისაა და "მეთოფეთა" ისტორიაში სასტარტოში თამაშიდან დამწყები გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ლონდონი. "ლონდონ სტედიუმი". 59 936 მაყურებელი
არსენალი - ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 1:0 ოგბონა (38), 1:1 მარტინელი (60), 1:2 პეპე (66), 1:3 ობამეიანგი (69)
ლონდონი. "ლონდონ სტედიუმი". 59 936 მაყურებელი
არსენალი - ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 1:0 ოგბონა (38), 1:1 მარტინელი (60), 1:2 პეპე (66), 1:3 ობამეიანგი (69)
იქნებ შეასწოროთ