რუსმა ოლიგარქმა აბრამოვიჩმა "ჩელსი" საოცარ ფასად არ გაყიდა

AutoSharing Option
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა კლუბი ამერიკელ ინვესტორსა და ბეისბოლის კლუბ "ლოს ანჟელეს დოჯერსის" თანამფლობელ ტოდ ბოელის დიდი თანხის სანაცვლოდ არ მიჰყიდა.

გამოცემის მიხედვით, ამერიკელმა რუსს 3 მილიარდ დოლარზე მეტი შესთავაზა, თუმცა აბრამოვიჩი ამ შეთავაზებამ არ დააკმაყოფილა. ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები დასრულდა.

აქამდე The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჩელსის" ყიდვა ახლოაღმოსავლურ კონსორციუმს სურდა და 2.5 მილიარდ ფუნტს იხდიდა, თუმცა აბრამოვიჩმა ეს წინადადებაც უარყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსი ბიზნესმენი "ჩელსის" ბრიტანეთში
გამართულ თამაშებს ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ესწრება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული