"ტელეგრაფის" ცნობით, "ლივერპულმა" 33 წლის ნახევარმცველ ჯეიმს მილნერს ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ერთი სეზონით გაუგრძელა.
"მილნერი" "ლივერპულის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგის 12 მატჩში 1 გოლი (პენალტით) და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მილნერმა თქვა, რომ ასეთ კარგ გუნდში თამაშით ბედნიერია, გაუმართლა და კიდევ მრავალი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს.
ჯეიმს მილნერი: 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში ვთამაშობდი, თუმცა U18 გუნდის კაპიტანს ბუცებს ვუწმენდდი