ამერიკული მედია საშუალება Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინური ტელეარხი CCTV ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" შეხვდებიან, აღარ აჩვენებს, რისი მიზეზიც მესუთ იოზილის კრიტიკა გახდა.
CCTV სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიაა და ის ფლობს მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე ტელეტრანსილაციის უფლებას. "არსენალის" მატჩის ნაცვლად ჩინელები "ტოტენჰემისა" და "ვულვზს" შორის გასამართ შეხვედრას აჩვენებენ.
მესულთ იოზილმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის მთავრობა უიღურების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკისა და დევნის გამო. უიღურები თურქული წარმოშობის ხალხია, რომელთა დიდი ნაწილი (10 მილიონი) ჩინეთში ცხოვრობს. ჩინეთს კი ბრალს სდებენ
უიღურების რელიგიური და კულტურული უფლებების შეზღდვასა და მათ წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის გატარებაში.
"არსენალმა" მართალია, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, ეს მხოლოდ იოზილის პირადი განცხადება იყო, თუმცა, როგორც ჩანს, საქმეს არცა ამ გადაწყვეტილებამ უშველა.