მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ედენ აზარმა ლონდონის "ჩელსის" ფანთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადრიდული კარიერის დასრულების შემდეგ, ლონდონურ კლუბში დაბრუნდება.
-გვენატრები ედენ...
-როცა აქ ყველაფერს მოვრჩები, აუცილებლად დავბრუნდები(იცინის).
-"ჩელსის" თამაშებს უყურებ?
-რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუყურებ, როცა დრო მაქვს.
ედენ აზარმა, რომელიც მადრიდულ გრანდს ლონდონის "ჩელსიდან" წეულს შეურთდა, "თეთრების" მაისურით 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.