"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა და მცველმა ეშლი იანგმა შესაძლოა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს, - იტყობინება ESPN.
ინგლისური კლუბი იანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს, ხოლო კონტრაქტს ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.
თავად ინგლისელი კარიერის დასრულებას არ აპირებს. 35 წლის იანგი არ გამორიცხავს, რომ კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს. პირველი იანვრიდან მას უკვე შეუძლია სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვა.
ეშლი იანგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 250-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც 2011 წელს "ასტონ ვილადან" გადავიდა. მის ანგარიშზე 19 გოლი და 43 საგოლე გადაცემაა. მიმდინარე
სეზონშო იანგმა 11 მატჩი ჩაატარა.