რაიან გიგზმა ენტონი მარსიალი გააკრიტიკა: თითქოს არ აინტერესებს, რა ხდება

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ენტონი მარსიალი "ევერტონთან" (1:1) მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

24 წლის ფეხბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.

"ის კარგი ბიჭია და ნიჭიერი ფეხბურთელი. პრობლემა იმაშია, რომ ის მუდამ ძალაგამოცლილს ჰგავს, თითქოს არ აინტერესებს, რა ხდება.

თუ ის მწყობრიდან გამოდის და სასწაულ რამეებს აკეთებს, აი, მაშინ ის ბუნებრივად გამოიყურება. სხვა მხრივ, ისე ჩანს, თითქოს არ დარბის, არ ცდილობს და ბურთს არ იჭერს.

ის უნდა ეცადოს, მეტად მოინდომოს. როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" თამაშის შემოტრიალება
სჭირდება, თავდასხმის ხაზში ისეთი ფეხბურთელი გინდა, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება. თუნდა თავად არ გაიტანოს და სხვა გაატანინოს მაინც.

აი, გრინვუდი გადის მოედანზე და ეძებს პოზიციებს, საიდანაც გატანა შეიძლება და სანამ ამას აკეთებს, მარსიალის კრიტიკას გააგრძელებენ, რადგან მისგან შეტევასა და დაცვაში სარგებელი არაა", - დარწმუნებულია გიგზი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული