17 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში "ასტონ ვილამ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 5:0 დაამარცხა.
"ლივერპული" ძირითადი შემადგენლობით ამჟამად ყატარშია, სადაც დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "მონტერეის" შეხვდება, "ასტონ ვილას" კი ახალგაზრდული გუნდით დაუპირისპირდა და განადგურდა.
ისტორიაში "ლივერპულმა" ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა - სასტარტოს საშუალო ასაკი 19 წელი და 168 დღე იყო.
ნამატჩევს "ასტონ ვილას" მენეჯერი დინ სმიტი და მისი თანაშემწე ჯონ ტერი "წითლების" გასახდელში შევიდნენ და ახალგაზრდები გაამხნევეს.
ბირმინგემი. "ვილა პარკი". 30 323 მაყურებელი
ასტონ ვილა - ლივერპული 5:0
გოლები: 1:0 ჰურიჰანი (14), 2:0 ბოისი (17, საკ. კარში), 3:0 კოჯია (37), 4:0 კოჯია (45), 5:0 უესლი (90+2)