ვინაიდან "ლივერპულის" ორ მატჩს შორის, პრემიერლიგაში "ასტონ ვილასთან" და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "მონტერეისთან", დროში განსხვავება 22 საათს შეადგენდა, მერსისაიდულმა გუნდმა ორი სხვადასხვა შემადგენლობით იასპარეზა.
ჩემპიონატზე დუბლები 0:5 დამარცხდა, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 2:1 მოიგო.
"ლივერპულს" მართლაც ერთგული ქომაგები ჰყავს. მათი ნაწილი ბირმინგემშიც ჩავიდა და იქიდან დოჰაშიც გაემგზავრა. ინგლისური პრესა აღნიშნავს, რომ მათ 22 საათში 5 357 კილომეტრი გადალახეს.
ვერაფერს იტყვი, კარგია, როდესაც კარგი გუნდი გყავს და მის მხარდასაჭერად გულშემატკივრებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას გამგზავრება უპრობლემოდ შეუძლიათ.