19 წლის გომესმა შეიძლება "მანჩესტერთან" კონტრაქტი არ გააგრძელოს - მისი სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ნახევარმცველ ეინჯელ გომესის მომავალი გაურკვეველი რჩება.

Manchester Erevening News-ის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა კლუბის პირველი შეთავაზება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე უარყო.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლები შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილონი არიან. გომესის სამსახურით რამდენიმე კლუბი და მათ შორის, "ბარსელონაა" დაინტერესებული.

გომესს "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული