იურგენ კლოპი ანჩელოტიზე: ძალიან მომწონს... მომწონდა!

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ევერტონის" ახალ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისადმი დამოკიდებულებაზე ჩვეულად გაიხუმრა.

"ეს ჩვენი ურთიერთობისთვის დიდი გამოცდაა. მე ის ძალიან მომწონს... მომწონდა!

მისმინეთ, ძნელია, მწვრთნელებს შორის მეგობრები გყავდეს. დევიდ ვაგნერთან იქამდე ვმეგობრობდი, ვიდრე მწვრთნელი გავხდებოდი. სხვებს დროგამოშვებით ვხვდები, მასთან კი განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.

მინდა ვთქვა, რომ ანჩელოტის წარმატებას ვუსურვებ. კარგით, დღეს შობაა, მას წარმატებას ვუსურვებ", - ციტირებს კლოპს SkySportsNews-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული