ერიკ კანტონამ "მანჩესტერის" თამაში მოხუცებულის სექსს შეადარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ერიკ კანტონამ თავისი ყოფილი გუნდის თამაში მოხუცებულის სექსს შეადარა.

"ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მაგრამ მისი თამაშის ყურება... ეს ცოტა მოხუცებულის სექსს მოგაგონებს. შენ მთელი ძალით ცდილობ, შედეგად კი ცოტა იმედგაცრუებული რჩები.

თუმცა, "იუნაიტედი" დაბრუნდება, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. როდესაც მოხუცებულის სექსზე ვსაუბრობ, ჩემს თავს არ ვგულისხმობ. ეს უბრალოდ მეტაფორაა, მე ხომ... (ჩაიცინა), - ამბობს კანტონა.

18 ტურის შემდეგ "მანჩესტერი" პრემიერლიგაში 25 ქულით მერვე ადგილზეა და 26 დეკემბერს "ნიუკასლს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული