ბრენდან როჯერსი: ვნახოთ, "ლივერპულთან" რას შევძლებთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურში მეორეადგილოსანი "ლესტერი" ლიდერ "ლივერპულს" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი "მელიების" მენეჯერმა ბრენდან როჯერსმა თავისი კლუბის "ტვიტერზე" გააკეთა:

"ჩვენ გვინდა, როგორც გუნდმა, პროგრესი განვაგრძოთ. კონცენტრირებულნი ვართ და ტოპ-კლასის გუნდთან კარგად თამაშის იმედი გვაქვს. ვნახოთ, რას შევძლებთ".

"ლივერპული" "ლესტერს" 10 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შეხვედრა 26 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული