"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა კალიდუ კულიბალში 70 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" მცველის, კალიდუ კულიბალის სიტუაციას აკვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია The Telegraph-მა გაავრცელა.

ინგლისურ კლუბს 28 წლის მცველის ყიდვა სურს და ამავე დროს, თავად ფეხბურთელსაც უნდა "ნაპოლის" დატოვება.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის შემდეგ კლუბი მზადაა კულიბალი 70 მლნ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში კულიბალიმ სერია A-ს 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 17 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-8 ადგილზეა.

ჯენარო გატუზოს "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 6
იანვარს მილანის "ინტერთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული