26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში "ევერტონმა" სახლში 1:0 მოუგო "ბარნლის".
"ევერტონმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - აქამდე ჩემპიონატზე "არსენალს" და "მანჩესტერს" დაუზავდა, ხოლო ლიგის თასზე პენალტების სერიაში "ლესტერთან" დამარცხდა.
"ევერტონი" 22 ქულით მე-13 ადგილზეა და 28 დეკემბერს სტუმრად "ნიუკასლს" შეხვდება.
ლივერპული. "გუდისონ პარკი". 39 177 მაყურებელი
ევერტონი - ბარნლი 1:0
გოლი: კალვერთ-ლიუნი (80)