26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" 4:1 დაამარცხა.
"მანჩესტერი" 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ "ჩელსის" 4 ქულით ჩამორჩება და 28 დეკემბერს სტუმრად "ბარნლის" დაუპირისპირდება.
ნახევარმცველმა პოლ პოგბამ "იუნაიტედში" 150-ე მატჩი ჩაატარა.
თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა ყველა ტურნირზე ბოლო 16 შეხვედრაში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"მანჩესტერის" ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინიმ ყვითელი ბარათი 24-ე წამზე მიიღო - ეს უკანასკნელ 12 წელიწადში ინგლისის ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი გაფრთხილებაა. მან მუხლის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 206 მაყურებელი
მანჩესტერი - ნიუკასლი 4:1
გოლები: 0:1 ლონგსტაფი (17), 1:1 მარსიალი (24), 2:1 გრინვუდი (36), 3:1 რეშფორდი (41), 4:1 მარსიალი (51)