პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლესტერთან" 1:2 დამარცხების შემდეგ "ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს.
ლონდონურმა კლუბმა 66 წლის ჩილელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პელეგრინიმ "ჩაქუჩები" 2018 წლის მაისში ჩაიბარა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა.
"ვესტ ჰემის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად დევიდ მოიესს მიიჩნევენ, რომელიც ლონდონურ გუნდს პელეგრინის დანიშვნამდე ედგა სათავეში.
"ვესტ ჰემმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.