29 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ჩელსიმ" "არსენალი" 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "არსენალი" 83-ე წუთამდე იგებდა და შემდეგ მოახერხა "ჩელსიმ" ორი გოლის გატანა და 3 ქულის მოპოვება.
"ჩელსი" 35 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "არსენალი" 24 ქულით - მეთორმეტეზე.
"არსენალმა", 60 წელიწადში პირველად, ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 საშინაო მარცხი განიცადა, თან ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
"მეთოფეების" მეკარე ბერნდ ლენომ ამ სეზონში მეშვიდე შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვა - ეს ინგლისში სეზონის ანტირეკორდია.
ლონდონი. "ემირეითსი". 60 309 მაყურებელი
არსენალი - ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ობამეიანგი (13), 1:1 ჟორჟინიო (83), 1:2 აბრაჰამი (87)