ძველი მოურინიო დაბრუნდა: ჯერ მეტოქის მწვრთნელის ბლოკნოტში ჩაიხედა, შემდეგ იდიოტიც უწოდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 1-ელ იანვარს გასვლაზე "საუთჰემპტონთან" 0:1 წაგებულ მატჩში ყვითელი ბარათი მასპინძელთა მწვრთნელ რალფ ჰაზენჰიუტლის ბლოკნოტში ჩახედვის გამო მიიღო და შემდეგ მას იდიოტიც უწოდა.


"რა მოხდა იმ ეპიზოდში? მე სამართლიანად მივიღე ყვითელი ბარათი, ძალიან უხეშად მოვიქეცი. თუმცა უხეშად იდიოტს მოვექეცი. კონკრეტულად რა ვთქვით? უბრალოდ ცუდი სიტყვები გავცვალეთ, ეს იყო და ეს", - თქვა მოურინიომ BT Sports-ის პირდაპირ ეთერში.

ამ წაგების შემდეგ "ტოტენჰემი" მეექვსე ადგილზე დარჩა 30 ქულით, ხოლო "საუთჰემპტონმა" 25 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მე-11
პოზიციას იკავებს. 

altმოურინიო რუდიგერს: ადექი, ბიჭი და ითამაშე, ეს ინგლისის პრემიერლიგაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
გლიჯავს..
ძალიან ვხალისობ ამ კაცის საქციელზე))
ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს
მაიხედე აქეთ
14:33 02-01-2020
2
მალე მოვა ის დრო როდესაც ამ არაადეკვატურს მე-3 ლიგის გუნდს ჩააბარებენ.
ruslani
15:26 02-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული